ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ს/ს ინსტიტუტი თსუ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით 2026 წლის 29 მაისს სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის ატარებს II სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „ენა და კულტურული იდენტობა“.
კონფერენციის მიზანი:
- სამეცნიერო სიახლეების წარმოჩენა
- სტუდენტების სამეცნიერო პოტენციალის გამოკვეთა და მოტივაციის გაზრდა
- ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა
- კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია
- ზეპირი ისტორიების მოძიება-დამუშავებაში სიახლეების დანერგვა
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
- ძველი და ახალი ქართული ენა
- ქართული დიალექტოლოგია
- უდამწერლობო ქართველური ენები: მეგრული, ლაზური, სვანური
- ქართველური ლექსიკოლოგიისა და ონომასტიკის საკითხები
- კოდიკოლოგია- ტექსტოლოგია
- ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები
შენიშვნა: ზემოაღნიშნულთან ერთად კონფერენციაზე მიიღება ქართველოლოგიური თემატიკის ამსახველი სხვა საკითხებიც.
ძირითადი მოთხოვნები:
- საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა რომელიმე სამეცნიერო ღონისძიებაზე საქართველოში ან უცხოეთში.
- აუცილებელია სამეცნიერო ხელმძღვანელმა თეზისები დაამოწმოს ხელმოწერით (ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ტელეფონის მითითებით).
- კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).
- კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები უნდა გამოგზავნონ 2026 წლის 30 აპრილის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: georgejgharkava@gmail.com
თეზისების გაფორმების წესი:
გაერთიანებულ დოკუმენტში (MS Word, ფორმატი — A4)
12 ზომის შრიფტით ქართულ ენაზე გთხოვთ შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:
ავტორის სახელი და გვარი.
სწავლების საფეხურის, ორგანიზაციისა და ფაკულტეტის დასახელება
ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სამეცნიერო ხარისხის, აკადემიური თანამდებობისა და ორგანიზაციის მითითებით).
თეზისების სათაური.
3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად
თეზისების ძირითადი ტექსტი (MS Word-ით და pdf-ფორმატით)
შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 200-250 სიტყვას.
პროგრამა და თეზისები დაიბეჭდება
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
საკონტაქტო პირი: ფილ. დოქტორი გიორგი ჯღარკავა
ტელ.: 514 83 38 83
თსუ, I კორპუსი, ოთახი 208
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი გისურვებთ წარმატებებს!